თარგმანი: სარწმუნოებით მოლოდებაჲ მერმეთა მათ სასყიდლის კუალად-გებათაჲ იქმნის მიზეზ ყოველთავე ჭირთა და შრომათა თავს-დებისა. ხოლო თავს-დებაჲ იგი და მოთმინებაჲ ჭირთაჲ ამას ეძიებს საქმედ სისრულისა, რაჲთა არა ჟამ ერთ ხოლო, არამედ ვიდრე აღსასრულადმდე ცხორებისა ჩუენისა ჟამთა დავითმინნეთ ჭირნი და ღუაწლნი, ვიდრემდის ვიქმნნეთ სრულ მოთმინებასა შინა და ყოვლად ცოცხალ, რაჲთა არღარაჲ წარვიტანოთ ჩუენ თანა მერმესა მას უსრული და ნაკლულევანი განწმედისაგან, რამეთუ, რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდესო და სოფელსა ამას ჭირი გაქუნდეს, რამეთუ მერმეღა-იგი არს ჟამი მორწმუნეთა განსუენებისაჲ.
იაკობის წერილი 1:3
2. ყველაფერი სიხარულად შერაცხეთ, ჩემო ძმანო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.3. რაკიღა იცით, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას;4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
იაკობის წერილი თავი 1