თარგმანი: აჰა ესერა თჳთვე გუასწავებს ღონესა სრულისა საქმისა წარმართებისასა, ვითარმედ არა ჴორციელითა და მშჳნვიერითა, არამედ ზეგარდამოჲთა სიბრძნითა წარემართების მონიჭებულითა ღმრთისა მიერ, რომელი-იგი ყოველთავე სარწმუნოებით მთხოველთა თითოეულსა უხუად მიეცემის და შემდგომად მიცემისა არცა ერთსა შეამთხუევს სირცხჳლსა ყუედრებისასა, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი და ნიჭნი ღმრთისანი.
იაკობის წერილი 1:5
4. მოთმინების საქმე კი სრულყოფილი უნდა იყოს, რათა თვითონაც სრულქმნილი იყოთ და უზადონი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.5. ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დაე, სთხოვოს ღმერთს, ყოვლის უხვად და უშურველად გამცემს, და მიეცემა.6. მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
იაკობის წერილი თავი 1