თარგმანი: არა გჳტევებს მსგავსად ჴორციელთა კაცთასა, რაჲთა საწუთროჲთა ამით ხოლო გარეშითა თუალითა ვიდრე სამოსელთამდე დავაყენებდეთ ხედვასა, არამედ რაჲთა სულიერითა თუალითა გონებისაჲთა სიღრმედ ხედვისა მივიწეოდით და მასვე და ერთსა პატივსა ვაჩუენებდეთ გლახაკისა მიმართ და მდიდრისა, რომელნი-იგი ზოგად ასონი არიან ქრისტეს ჩუენ ყოველთა თავისადა შენაწევრებულნი და მასვე სავსებასა მორწმუნეთა გუამისასა აღმავსებელნი. ამისთჳს გჳღირს კეთილითა გულის-სიტყჳთა ბჭობაჲ, ვითარმედ: უკუეთე გლახაკისა მის თანა დავმდაბლდეთ გონებითა, მის თანავე აღმამაღლნეს ქრისტემან, მდაბალთა მადლისა მიმცემელმან, ხოლო ამპარტავანთა შემმუსრველმან და მიწადმდე დამამდაბლებელმან.
იაკობის წერილი 2:1
1. ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება.2. რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით,
იაკობის წერილი თავი 2