მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 2:8

7. განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.9. მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი.
იაკობის წერილი თავი 2
8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.
თავი გ̂. სიყუარულისათჳს თითოეულად თჳნიერ თუალთ-ხუმისა მსგავსად შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ შჯულსა აღასრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა — შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი — კეთილად ჰყოფთ. ხოლო უკუეთუ თუალთ-აღებთ, ცოდვასა იქმთ და იმხილებით შჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი (2,8-9).:

თარგმანი: სიტყუაჲ ესე ორთა წიგნთაგან შემოუღებიეს: ლევიტელთა და მეორისა შჯულისაგან, რომელი ესრე სახედ გუამცნებს შეყუარებად მოყუასთა, მსგავსად თავისა თჳსისა, რაჲთა, რომელიცა ჩუენ გჳნდეს, რაჲთა გუეყოს მოყუასთა მიერ, მასვე ჩუენ უყოფდეთ მოყუასთა თჳსთა. ხოლო უკუეთუ წინაუკუმო სხუაჲ გჳნდეს თჳთ მოყუასთაგან და სხუასა უყოფდეთ მოყუასთა, მყის ვიმხილებით, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის