მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 3:2

1. ძმანო ჩემნო, ბევრი თქვენგანი ნუ გახდება მოძღვარი: იცოდეთ, რომ მით უფრო დიდ სასჯელს მივიღებთ.2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.3. აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს.
იაკობის წერილი თავი 3
2. რადგანაც ყველანი ბევრს ვცოდავთ; ვინც არა სცოდავს სიტყვით, იგია სრულქმნილი. კაცი, რომელსაც ძალუძს დაიურვოს თავისი ხორცი.
თავი ე̂. ვითარმედ წარმდები და უწესოჲ ენაჲ წარსწყმედს მომგებელსა მისსა, რომლისა დამჭირვაჲ ჯერ-არს საქებელად და სადიდებელად ღმრთისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო, უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ, რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე (3,1-2).:

თარგმანი: ვინაჲთგან პირველ საქმით წარმართებისა სათნოებათაჲსა სიტყჳთ მოძღურებაჲ სხუათაჲ საქმეთა მათთჳს, რომელნი თჳთ არა აქუნდენ მასწავლელსა მას, არა ხოლო ურგებ, არამედ ფრიადისა ზღვევისაცა მომატყუებელ არს. ამისთჳს საშჯელისა თანა-მდებ ჰყოფს სიტყჳთ მოძღურებასა სხუათასა, რაჟამს თჳთ მოძღუარი იგი ჯერეთ მრავლით კერძო მცთომ იყოს საქმეთა შინა.

მოძღვრება ბ-ს ოკტომბერს მოწამეთის მონასტერში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მართლმადიდებელნო ქრისტიანენო!

დღეს ჩვენ ყოველნი შეკრებულ-ვართ წმიდასა ამას უდაბნოსა შინა მისთვის, რათა პატივი ვსცეთ წმიდათა დავითს და კონსტანტინეს, და აღვასრულოთ ხსენება მათი, რომელთა წმიდანი ნაწილნი განისვენებენ აქ უხსოვარის დროითგან. მადლობა შევსწიროთ დღეს წმიდათა ამათ მოღვაწეთა, ვინაითგან მეოხებითა მათთითა ვეღირსეთ აწინდელსაც წელსა თაყვანისცემად წმიდათა მათთა ნაწილთა; ხოლო პატივისცემა მათი შევავსოთ რომლითამე სულიერითა განზრახვითა და სწავლითა, რადგანაც, დარწმუნებული ვართ, რომ მათცა იამებათ ყოველნი ჩვენნი სულიერნი სწავლა და დარიგება.

ერთი ცუდი და მავნებელი ცოდვა, ანუ ჩვეულება დანერგულ-არს თითქმის ყოველთა სოფელთა და სახლთა შინა ჩვენ ქვეყანაში და ამ ცუდ ჩვეულებაზე ჩვენ აქამომდე არ გვითქვამს თქვენ წინაშე მოძღვრება; ახლა უნდა აღვასრულო ამაზე ჩემი მოვალეობა. რომელი არის ეს ჩვეულება? ის, ძმანო ჩემნო, რომელ ვიცით ერთი მეორესთან, ერთი სახლითგან მეორე სახლში ჭორის გატანა, ანუ ენის მიტანა: გვიყვარს და ვიცით ერთი მეორესთან და ერთი სახლითგან მეორე სახლში ცუდი ამბავის და ენის მიტანა, კაცის ცუდად შესმენა, ჭორის და უბრალო ამბავის გავრცელება,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის