თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ, უკუეთუ ცხენი მცირითა აღჳრითა და ნავი დიდი საჭითა კნინითა მოიმორჩილებიან, ესე უფროჲსღა ენისათჳს საძიებელ არს, რაჲთამცა შიშითა ღმრთისაჲთა შეკრული მორჩილ ჩუენდა იყო, არა განსლვად ვინაჲვე გარეგან საღმრთოთა ბრძანებათა გზისა, არამედ აწ, წინაუკუმო, დიდნი იგი და მძლავრნი, რომელ არიან ცხენი და ნავი, ჰმორჩილობენ მცირეთა მათ — აღჳრსა და საჭესა, და მიჰყვებიან, ვიდრეცა ენებოს მიმყვანებელსა მათსა; ხოლო ენაჲ, მცირე და უნდოჲ ასოთა შორის, ლაღ და დაუმჭირველ არს მმართებელისა მისისა.
იაკობის წერილი 3:4
3. აჰა, ჩვენ ლაგამით ვიურვებთ ცხენებს, რომ დაგვემორჩილონ, და ჩვენს ნებაზე ვათამაშებთ მათ სხეულს.4. თვით ხომალდებსაც, ესოდენ დიდსა და მძლავრი ქარიშხლით ატორტმანებულ ხომალდებსაც, პატარა საჭით იქით მიაქცევს მესაჭე, საითაც ნებავს.5. ასევე ენაც რა პატარა ასოა და რამდენს იქადის, ერთი ციცქნა ალი კი რამხელა ტყესა ჰბუგავს.
იაკობის წერილი თავი 3