თარგმანი: იხილე, რამეთუ არა განჩინებით იტყჳს, არამედ რეცა კითხვის სახედ, ვითარმედ: რაჲ, უკუეთუ ყოველივე დაიმწყების, ენაჲმცა არა დაიმწყოა? რამეთუ იხილე თჳთ პავლესი, ვითარ იქცა მგმობარ-ყოფისაგან ქადაგ-ყოფად მისსა, რომელსა პირველ უმეცრებით სდევნიდა. და სხუანი ბევრეულნი ენანი მოიქცეს ბოროტისაგან კეთილ ყოფად. რამეთუ მე არარას შეუძლებელსა გეტყჳო, იტყჳს ძმაჲ უფლისაჲ, არამედ ამას ცხად ვჰყოფ, ვითარმედ უკუეთუ ზღჳსანი და ჴმელისანი და ჰაერისანი დაიმწყსებიან, ფრიად სამე უფროჲს ენაჲ, უკუეთუ ოდენ არა ჩუენ განვამჴეცოთ ბოროტისა ჩუეულებითა.
იაკობის წერილი 3:7
6. ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭრავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.7. რადგანაც მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა მთელი ბუნება თვინიერდება და მოთვინიერებულია კაცის ბუნებით.8. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია; ესაა აღვირახსნილი ბოროტება, მომაკვდინებელი გესლით აღვსილი.
იაკობის წერილი თავი 3