თარგმანი: ყოველივე შჯულისა გარდასლვაჲ, ძჳრის ზრახვისა და განკითხვისა მიერი, დავიწყებითა იქმნების თჳსთა ცოდვათაჲთა. ამისთჳსცა მარადის ვიჴსენებდეთ მათ, რაჲთა არა მოგუეცალოს განკითხვად მოყუასთა, და მის ძლით გარდასლვად შჯულსა მისსა, რომელმან-იგი ყოველი საშჯელი მოსცა ძესა. ამისთჳს მიმტაცებელნი პატივისა მისისანი, არა ხოლო ვითარცა გარდამავალნი, არამედ ვითარცა დამშჯელნიცა მის შჯულისანი განიკითხვიან, რომელი იტყჳს: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ.
იაკობის წერილი 4:11
10. დაიმდაბლეთ თავი უფლის წინაშე და აგამაღლებთ თქვენ.11. ნუ იტყვით, ძმანო, ერთურთის ძვირს; ვინც ძმის ძვირს იტყვის და განსჯის ძმას, რჯულის ძვირს იტყვის და განსჯის რჯულს; ხოლო თუ რჯულს განსჯი, რჯულის აღმსრულებელი კი არა ხარ, არამედ მსაჯული.12. ერთია რჯულმდებელი და მსაჯული, რომელსაც ძალუძს თქვენი ცხონებაც და წარწყმედაც; შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?
იაკობის წერილი თავი 4