მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 4:14

13. ამრიგად, თქვენ, რომელნიც ამბობთ: დღესა თუ ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, ერთ წელიწადს დავრჩებით იქ, ვივაჭრებთ და მოვიგებთო,14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, -
იაკობის წერილი თავი 4
14. მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳით — დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ, — რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ (4,13-14).:

თარგმანი: სილაღისაჲ არს სიტყუაჲ ესე, რაჟამს კაცმან ჴელმწიფებით თქუას ქმნაჲ საქმისაჲ, რომელი არა იყოს ჴელმწიფებასა მისსა ქუეშე. ამისთჳს დააყენებს მოციქული, რაჲთა არავინ იკადროს თქუმად ქმნაჲ რაჲსამე თჳნიერ სიტყჳსა ამის, ვითარმედ: "უკუეთუ ღმერთი შემეწიოს, ესე რაჲმე ესრეთ მნებავს ყოფად".

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის