თარგმანი: ჴსენებაჲ მოულოდებელისა და უცნაურისა მეყსა შინა ადვილად მოკუდავებისაჲ ჯეროვნად ზარგანჴდილ და შეძრწუნებულ ჰყოფს კაცსა, რაჲთა მარადის შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთსა შეუვრდებოდის და არაოდეს შეემშჭუალვოდის კუამლებრ განქარვებადსა ამას ცხორებასა საწუთროჲსასა, რომელსა შინა შემოსლვაჲ და განსლვაჲ ღმრთისა ჴელმწიფებასა შინა არს და არა ჩუენსა, რომლისათჳს იტყჳს მეტყუელი იგავთაჲ, ვითარმედ: ნუ იქადი ხვალისა, რამეთუ არა უწყი, რაჲ შვეს მომავალმან. ამისთჳსცა ყოველი სიქადული, დავიწყებითა მოკუდავებისაჲთა ქმნილი, ბოროტ და მავნებელ არს, რამეთუ უკუეთუ არა დაივიწყოს კაცმან მოკუდავებაჲ, ვერცა ერთსა რას ზედა იქადის სილაღით.
იაკობის წერილი 4:16
15. ნაცვლად იმისა, რომ გეთქვათ: თუ უფალი ინებებს, ვიცოცხლებთ და ამასა და ამას ვიზამთო, -16. თქვენი ქედმაღლობის გამო იქადით; მაგრამ ყოველგვარი სიქადული ბოროტებაა.17. ამიტომ ვისაც სიკეთის ქმნა შეუძლია, მაგრამ არა იქმს, სცოდავს.
იაკობის წერილი თავი 4