თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან შურისა მიერ ეშმაკისა სიბოროტე შემოჴლა ჩუენ შორის, ამისთჳსცა ღმერთი წმიდათა წერილთა მიერ ნაცვალად ბოროტისა მის შურისა საღმრთოსა შურსა დაჰნერგავს ჩუენ შორის და აღგუაბაძვებს სურვილად ზეცისათა მათ. ხოლო წერილისაჲ ერთი ოდენ ესე სიტყუაჲ არს, ვითარმედ: "ჰსურის სულსა". ამისსა შემდგომად თარგმნის, ვითარმედ: სული იგი მადლისაჲ, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის, უფროჲსისა მიმართ აღგუაშურვებს, რაჲთა ზეცისა დიდებისა სურვილითა შეურაცხ ვყოთ ქუეყანისა ესე დიდებაჲ, რამეთუ ესე არს დამკჳდრებაჲ უფროჲსისა მადლისაჲ, რაჲთა წარმავალნი განვცვალნეთ წარუვალად და საწუთრონი —საუკუნოდ.
იაკობის წერილი 4:5
4. მემრუშენო, ნუთუ არ იცით, რომ ამ ქვეყნის სიყვარული მტრობაა ღვთისა? ამიტომ ვისაც სურს ამ ქვეყნის მოყვარე იყოს, ღვთის მტრად იქცევა.5. იქნებ გგონიათ, რომ ამაოდ ამბობს წერილი: „სულს, რომელიც მკვიდრობს ჩვენში, შურამდე სურს“.6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.
იაკობის წერილი თავი 4