თარგმანი: სიმდაბლითა იქმნების მიახლებაჲ ღმრთისაჲ და განშორებაჲ ეშმაკისაგან, რამეთუ ყოველი მორჩილი ღმრთისაჲ ეშმაკისა ურჩ არს, და მახლობელი ნათლისაჲ — შეტკბობითა ნათლისა საქმეთაჲთა — ბნელისაგან ყოვლად განშორებულ არს.
იაკობის წერილი 4:8
7. მაშ, დაემორჩილეთ ღმერთს, წინ აღუდექით ეშმაკს და უკუიქცევა თქვენგან.8. მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.9. იტანჯეთ, იგლოვეთ და ივაგლახეთ; დაე, თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი - მწუხარებად.
იაკობის წერილი თავი 4