თარგმანი: არს მადლობაჲ მაშინცა, რაჟამს არა ფრიად ლმობილ და ტკივნეულ იყოს მოწევნულთა მათთჳს, და ჰმადლობდეს გონებითა არა ფრიად შეწუხებულითა, არამედ ვერ ეგოდენ დიდ არს, რაოდენ მისი მადლობაჲ, ვითარ-იგი იყო იობ, რომელსა ფრიად რაჲმე სალმობიერად ელმოდა დაკლებისათჳს საყუარელთა მათ შვილთაჲსა, არამედ ჰმადლობდა-ვე, ვითარცა მონაჲ, მოშიში მეუფისაჲ, და ტკივილი ნაწლევთაჲ ვერვე განუკუეთდა ჴმასა მას სამადლობელსა მეუფისსა: უფალმანცა მომცა და უფალმანვე მიმიღო. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ ამიერითგან უკუნისამდე; ვინაჲცა ამან ჴმამან უფროჲს სანატრელ ყო იგი უფროჲს ბევრეულთა მათ ურიცხუებათა სიმდიდრისათა, რომლისათჳსცა ჭეშმარიტ ყო თავისა თჳსისათჳს თქუმული ქებაჲ მეუფისაჲ და განაცრუა ღონისძიებაჲ მტერისაჲ, რომელსა ესე აქუნდა სასწრაფოდ, რაჲთა რომლითაცა ღონითა ათქუმიოს მას ერთი სიტყუაჲ გმობისაჲ მეუფისა მიმართ.
იაკობის წერილი 5:11
10. ჭირთათმენისა და სულგრძელობის ნიმუშად გყავდეთ, ძმანო ჩემნო, წინასწარმეტყველნი, რომელნიც ლაპარაკობდნენ უფლის სახელით.11. აჰა, ჩვენ შევნატრით ჭირთამთმენთ; ხოლო გსმენიათ იობის მოთმინება და გიხილავთ უფლის აღსასრული, რადგან ის მრავალმოწყალეა და მლმობელი.12. უწინარეს ყოვლისა კი, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რაიმე სხვა ფიცს, არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო, ჰო, და: არა, არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.
იაკობის წერილი თავი 5