თარგმანი: ესე სიტყუაჲ მესამესა წიგნსა შინა მეფეთასა წერილ არს, ვითარმედ: თქუა ელია აქაბის მიმართ: ცხოველ არს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაელისაჲ, რომლისა წინაშე ვდგა მე დღეს. უკუეთუ იყოს წელიწადთა ამათ ცუარი გინა წჳმაჲ, გარნა თუ სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა. ვინაჲცა ესევითარი იგი ღრუბელთ შემკრველი და კუალად განმჴსნელი —კაცივე იყო, მსგავსად ჩუენსა შემოსილი უძლურითა ჴორცითა, რომლითა მოიგნა ესოდენნი სათნოებანი და ფრიადი კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ ვიდრე სიკუდილადმდე არა ჰრიდებდა თავსა თჳსსა ყოველთავე შინა საქმეთა ღმრთისა მონებისათა.
იაკობის წერილი 5:17
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.
იაკობის წერილი თავი 5