თარგმანი: კანონ და პატიჟ უზომოჲსა შუებისა და განცხრომისა არს აქავე დაწყებაჲ სლვად გზასა იწროსა, რაჲთა შევინანოთ ტირილითა სიცილი და განცხრომაჲ, ხოლო კეთილად განბნევითა — ბოროტად და მოხუეჭით შეკრებაჲ, რამეთუ უკუეთუ არა აქავე განვაბნიოთ სიმძიმე საფასეთაჲ და ნივთი და მღილთა და გესლისაჲ ვყოთ ნივთ სათნოებათა მოგებისა, მერმესა მას გუექმნეს ესე ყოველი ნივთ ცეცხლისა, საუკუნოდ დაუშრეტელისა და უკუანაჲსკნელთა დღეთათჳს დაუნჯებული იგი შემასმენელად წარმოგჳდგეს წინაშე საყდარსა ქრისტესსა, ვითარმედ: სხუანი მშიერ და ნაკლულევან იყვნეს, ხოლო ჩუენ ნამეტავად ვალპობდით და უჴმარ ვჰყოფდით ღმრთივ მონიჭებულთა საჴმართა, რომელნი-იგი მაშინ ცეცხლებრ შეშჭამდენ ჴორცთა ჩუენთა.
იაკობის წერილი 5:2
1. და თქვენც, მდიდარნო, იტირეთ და ივაგლახეთ თქვენს თავს მოწევნადი უბედობისთვის.2. სიმდიდრე თქვენი დალპა და მღილმა შეჭამა თქვენი სამოსი.3. ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე.
იაკობის წერილი თავი 5