თარგმანი: ესრეთ ჯერ-არს ცთომილთა მოქცევაჲ, რაჲთა, ვითარ-იგი ქუეყანის მოქმედი არა ლიტონად სთესავს თესლსა, არამედ წინა-მოიქმს ორნატსა, და შემდგომად თესვისა კუალად მოაქცევს სიღრმესა ქუეშე, რაჲთა არა წარსატაცებელ ყოს მფრინველთა, ეგრეთვე ჩუენ, ნუ მივენდობით ერთ-გზის თქუმასა სწავლისასა, რომელი-იგი ანუ ეშმაკთა წარიტაცონ, ანუ უდებებამან გულთამან დავიწყებასა მისცის, ანუ ზრუნვისა ეკალთა შეაშთვიან. ამისთჳს გჳღირს მისვე და ერთისა პირისათჳს მრავალ-გზის თქუმაჲ, რაჲთა ესრეთ მოქცევითა ცოდვილისაჲთა პირ სამეუფო გუეწოდოს სიტყჳთა იერემიაჲსითა, და სხუათა სულთა გამოჴსნისათჳს ჩუენნიცა სულნი ვიჴსნნეთ სიკუდილისაგან, და მოყუსისა ბრალთა დაფარვასა თანა ჩუენნიცა ბრალნი დავფარნეთ უფსკრულსა შინა წყალობისა ღმრთისასა, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა და სულსა წმიდასა პატივი და დიდებაჲ და თაყუანისცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე ამინ.
იაკობის წერილი 5:20
19. ძმანო, თუ ერთი თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას,20. იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას.
იაკობის წერილი თავი 5