მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობის წერილი 5:4

3. ოქრო-ვერცხლი თქვენი დაიჟანგა, მათი ჟანგი სამოწმებლად იქნება თქვენს წინააღმდეგ და შეჭამს თქვენს ხორცს, როგორც ცეცხლი; უკანასკნელ დღეთათვის დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე.4. აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.5. ხარობდით ამ ქვეყნად და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისათვის დაასუქეთ თქვენი გულები.
იაკობის წერილი თავი 5
4. აჰა, ღაღადებს საფასური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანის მომკელთ, და მომკელთა ღაღადისი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს.
თავი ვ̂. ვითარმედ არა კაცობრივ, არამედ ღმრთისა მიერ იქმნების წარმართებაჲ სლვათა კაცისათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აჰა ესერა სასყიდელი მოქმედთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან, ღაღადებს, და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის. იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განზარდენით ჴორცნი თქუენნი, ვითარცა დღედ დაკლვისა (5,4-5).:

თარგმანი: ჴსენებითა რისხვისა მოწევნადისაჲთა განჰკუეთს საცთურსა შუების მოყუარეთასა და განზრდასა ჴორცთასა აყუედრებს უმეტეს ზომისა განსუქებისათჳს, რომელი-ესე დასაკლავთა უსხთა შეეტყუების. ამისთჳს ღმრთივ მოცემული ყოველი კეთილ არს საჴმრად ზომიერად. ხოლო უზომოებით ჴუმევაჲ რაჲსაჲცა სულსა თანა ჴორცთაცა სენ და სალმობა იქმნების. ამას თანა მუშაკისა და მშრომელისა სასყიდელსა დაკლებაჲ უძჳრეს ყოველთა მიხუეჭათასა ექმნების მდიდართა, —ნივთ საუკუნოჲსა მის ცეცხლისა; რამეთუ ოფლთა მიერ სხუათაჲსა შემატებული საფასე ცეცხლებრ შეშჭამს სახლთა მათთა, რომელნი-იგი მცირითა და უნდოჲთა ფასითა აქმნევდენ კაცთა გლახაკთა სამუშაკოსა საქმესა მათსა. ამისთჳს მცირე იგი ჭრტინვაჲ მათი ღაღადება დიდ იქმნების ყურთა უფლისა საბაოთისათა, რომელ არს მეუფე მჴედრობათა და მალთა ზეცისათაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის