მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 1:18

17. შენ, კი წელზე სარტყელი შეირტყი, ადექი და ყველაფერი უთხარი მათ, რასაც გიბრძანებ. ნუ გეშინია მათი, არ შევაშინებინებ შენს თავს.18. აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ.19. შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ, რადგან შენთანა ვარ, ამბობს უფალი, რომ დაგიფარო.
იერემია თავი 1
18. აჰა, დამიდგენიხარ დღეს ციხე-ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის ზღუდედ მთელი ქვეყნის წინააღმდეგ, იუდას მეფეთა, მის მთავართა და მღვდელთა წინააღმდეგ, ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ყურებულთან და წმინდანთა დაკვლაში გაწაფულთან; ამიტომ ბუნებრივად სჭირდებოდათ დიდი ძალა, რათა ამ ხალხის გამოუთქმელ მოძალებას არ დაეფრთხოთ.

სწორედ ამიტომ იერემიას ეუბნება: „დაგდევ შენ დღეინდელსა შინა დღესა“, „ვითარცა სუეტი რკინისა“ და „ვითარცა ზღუდე რვალისა ძლიერი“ (); ეზეკიელს კი: „საშუალ ღრიაკალთასა მკჳდრ ხარ შენ“, „სიტყუათა მათთაგან ნუ გეშინინ და პირისაგან მათისა ნუ განჰკრთები“ (). მოსეც, როცა იგზავნებოდა, ჩანს, მხოლოდ ფარაონის შიშით კი არ იხევდა უკან, არამედ უმეტესად თვით იუდეველთა ხალხის გამო. ამიტომ, როცა ღმერთს ესაუბრებოდა, ბარბაროსი ფარაონი გვერდზე დატოვა და დიდი გულმოდგინებით ცდილობდა გაეგო, რა უნდა ეთქვა მათთვის, თუ არ ირწმუნებდნენ, რომ იგი ღმერთისგან იყო მოსული; ნიშნებსაც სწორედ მათი განწყობის გამო იღებდა, და ეს სავსებით ბუნებრივიც იყო. რადგან თუ ერთმა ებრაელმა, თანაც მოსესგან სიკეთე მიღებულმა, ასე შეაშინა იგი, რას განიცდიდა, როცა იმ უწესრიგო ხალხზე ფიქრობდა? სწორედ ამიტომ წინასწ...

სრულად ნახვა