მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 1:2

1. სიტყვები იერემიასი, ხილკიას ძისა, იმ მღვდელთაგან, ყანათოთში რომ იყვნენ, ბენიამინის ქვეყანაში,2. რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.3. და იუდას მეფის იეჰოიაკიმ იოშიას ძის დროს, და იუდას მეფის ციდკია იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლოს, იერუსალიმის გადასახლებამდე, მეხუთე თვეს.
იერემია თავი 1
2. რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა იუდას მეფის იოშია ამონის ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თესალონიკელთა მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი:

...).

1. უფლის სიტყვა და აღდგომის პატივი

წინასწარმეტყველნი, როცა თავიანთი ნათქვამის სანდოობის ჩვენება სურთ, უწინარეს ყოვლისა ამას ამბობენ: „ხილვა, რომელი იხილა ესაია“ (), და კვლავ: „რომელი იქმნა სიტყვა უფლისაჲ მისდა მიმართ“ (), და კვლავ: „ამას ამბობს უფალი“, და სხვა ამის მსგავსს. ბევრნი თავად ღმერთსაც კი მჯდომარეს ხედავდნენ, რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელი იყო. ხოლო პავლემ, რომელმაც მჯდომარე კი არ იხილა, არამედ თავად მასში ჰყავდა მეტყველი ქრისტე, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „ამას ამბობს უფალი“, ამბობდა: „ვინაჲთგან გამოცდასა ეძიებთ მისსა, რომელი-იგი ჩემ მიერ იტყჳს ქრისტე“ ()? და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი“ (), რითაც უჩვენებს, რომ არაფერს ამბობს საკუთარი თავისგან; რადგან მოციქული თავისი მომავლინებლის სიტყვებს წარმოთქვამს. და კვლავ: **„ვჰგონებ, ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაქ...

სრულად ნახვა