მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 12:10

9. ჭრელი ონავარი ფრინველია ჩემი სამკვიდრო, ონავარი ფრინველები შემოადგენ ირგვლივ, წადით, შეყარეთ გარეული მხეცები, მოიყვანეთ და შეაჭმევინეთ იგი.10. უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს.11. გაატიალეს და შემომტირის გატიალებული; მთელი ქვეყანა გატიალდა, მაგრამ არავინაა გულშემატკივარი.
იერემია თავი 12
10. უამრავმა მწყემსმა გაანადგურა ჩემი ვენახი, გათელეს ჩემი ყანა, ჩემი ნანინანაგრი ყანა გატიალებულ უდაბნოდ აქციეს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლბ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა იხილა ერი იგი, შეეწყალნეს იგინი, რამეთუ იყვნეს დამაშურალ და დაცჳვნებულ, ვითარცა ცხოვარნი, რომელ-თა არა აქუნ მწყემსი. მაშინ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ. ევედრენით უფალსა სამკლისასა, რაჲთა გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა. და მოუწოდა ათორმეტ-თა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდა-თა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და უძლურებათა“ (9,36-10,1).:

...ი ფარისეველნი წინააღუდგებოდეს და იტყოდეს: „მთავრი-თა ეშმაკთაჲთა განასხამს ეშმაკთა“, და სხუასა ესევითარსა მრავალსა ბოროტსა ასწავლიდეს.

ამათ ესევითართა მწყემსთათჳს იტყოდა იერემია წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: „მწყემსთა მრავალთა განრყუნეს საყურძენი ჩემი, უდაბნოდ უგზოდ ქმნეს იგი განსარყუნელად წარსაწყმედელისად“. მათთჳსვე ღაღადებს ეზეკიელ და იტყჳს: „იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდა მომართ, და თქუა: ძეო კაცისაო, წინაჲსწარმეტყუელებდ მწყემსთა მიმართ ისრაჱლისათა და არქუ მათ: ჵ მწყემსთა მაგათ ისრაჱლისათა, ვითარ განიბნინეს ცხოარნი ჩემნი, რამეთუ არა იყო მწყემსი, და იქმნეს იგინი შესაჭმელ ყოველთა მჴეცთა ველისათა“, და შემდგომი ამისი, რაჲ-იგი თქუა ყოფად მწყემსთა მათთჳს ბოროტთა, ვითარცა სცნათ, რომელთაცა აღმოიკითხოთ წინაჲსწარმეტყუელებაჲ იგი.

ამისთჳს, იხილა რაჲ უფალმან, ვითარმედ მწყემსნი იგი საქმესა მგელ-თასა იქმოდეს და ერი იგი დამაშურალ იყვნეს სულითა და დაცჳვნებულ ბოროტთა საქმეთა შინა, შეეწყალნეს იგინი სახიერსა მას და მოწყალესა და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: „სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ“. ვითარცა-იგი იოვანეს თავსა შინა წერილ არს, ვითარმედ: „მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუე...

სრულად ნახვა