იერემია 14:17
16. ის ხალხიც, რომელსაც ისინი უქადაგებენ, შიმშილისა და მახვილის მსხვერპლი გახდება და იერუსალიმის ქუჩებში დაიყრება. დამმარხველიც არ ეყოლებათ მათ, არც მათ ცოლებს, არც მათ ვაჟებს, არც მათ ასულებს. მათ ბოროტებას მათვე გადავანთხევ.17. უთხარი მათ ეს სიტყვა: ღვარეთ ცრემლები, ჩემო თვალებო, დღითა და ღამით, განუწყვეტლივ! რადგან უბედურება დაატყდა თავზე ქალწულს, ასულს ჩემი ერისა, წყლული სჭირს ძალზე მძიმე!18. გავდივარ ველად და, აჰა - მახვილით განგმირულნი! შევდივარ ქალაქში და, აჰა - შიმშილით დახოცილნი! წინასწარმეტყველიც და მღვდელიც კი უგონოდ მიმოდიან ქვეყნად.
იერემია თავი 14