იერემია 14:18
17. უთხარი მათ ეს სიტყვა: ღვარეთ ცრემლები, ჩემო თვალებო, დღითა და ღამით, განუწყვეტლივ! რადგან უბედურება დაატყდა თავზე ქალწულს, ასულს ჩემი ერისა, წყლული სჭირს ძალზე მძიმე!18. გავდივარ ველად და, აჰა - მახვილით განგმირულნი! შევდივარ ქალაქში და, აჰა - შიმშილით დახოცილნი! წინასწარმეტყველიც და მღვდელიც კი უგონოდ მიმოდიან ქვეყნად.19. ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!
იერემია თავი 14