მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 14:9

8. ისრაელის სასოვ და მხსნელო გასაჭირში! რადა ხარ მდგმურივით ამ ქვეყანაში, მგზავრივით, ღამის გასათევად რომ გაჩერებულა?9. რადა ხარ, როგორც კაცი გაოგნებული, როგორც გმირი, რომელსაც შველა არ შეუძლია. შენ ხომ ჩვენს შორისა ხარ, უფალო? ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით, ნუ მიგვატოვებ!10. ასე ამბობს უფალი ამ ხალხზე: რაკი უყვარდათ ხეტიალი და ფეხებს არ ასვენებდნენ, უფალმაც არ შეიტკბო ისინი; ახლა იხსენებს მათ უკეთურებას და სჯის ცოდვებისათვის.
იერემია თავი 14
9. რადა ხარ, როგორც კაცი გაოგნებული, როგორც გმირი, რომელსაც შველა არ შეუძლია. შენ ხომ ჩვენს შორისა ხარ, უფალო? ჩვენ ხომ შენი სახელით ვიწოდებით, ნუ მიგვატოვებ!

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება:

...ის ბოლომდე არ განუმარტავს, უფრო გონიერს ნათქვამიდან მისცა გააზრება: თუ ღმერთი ტირანული ვნებებისგანაც თავისუფალია და იმათგანაც, რომელთა გარეშეც ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია, მით უმეტეს სხვა ვნებებისგან არის გათავისუფლებული. ამიტომაც ამბობს: „ნუ იყოფი, ვითარცა კაცი მძინარი“ ()? და ყველგან უვნებობის შესახებ სიტყვას აღძრავს. ასე რომ აქაც, როცა გულისწყრომას გაიგონებ, ვნებად ნუ მიიჩნევ.

რადგან თუ ადამიანები, რომლებიც სიბრძნისმოყვარეობაში იწვრთნებიან, რამდენადაც შესაძლებელია, უგულისწყრომელნი რჩებიან, მით უმეტეს უგულისწყრომელია ის დაუღუპველი, უხრწნელი, გამოუთქმელი და მიუწვდომელი არსება. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ექიმებიც, როცა კვეთენ ან წვავენ, ამას გულისწყრომით კი არ აკეთებენ, არამედ გამოსწორების მიზნით: სნეულებზე არ რისხდებიან, არამედ იწყალებენ მათ და სნეულებათაგან ათავისუფლებენ? ამრიგად, როდესაც ამბობს: „ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე“ (), ამას ამბობს: „ნუ მომთხოვ პასუ...

სრულად ნახვა