მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 16:19

18. ჯერ ორმაგად ვაზღვევინებ მათ მათი დანაშაულისა და ცოდვების გამო, რომ წარყვნეს ჩემი მიწა. საკერპო გვამებით და სისაძაგლეებით რომ აავსეს ჩემი სამკვიდრო.19. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.20. თუ შექმნის ადამიანი თავისთვის ღმერთებს? არ იქნებიან ისინი ღმერთები!
იერემია თავი 16
19. უფალო, ჩემო ძალავ და ძლიერებავ, ჩემო თავშესაფარო გასაჭირის ჟამს, შენთან მოვლენ ხალხები ქვეყნის კიდეებიდან და იტყვიან: მხოლოდ სიცრუე დაიმკვიდრა ჩვენმა მამა-პაბამ, მხოლოდ არარაობა, სარგებლობა რომ არ ჰქონია.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის საკვირველი სახელი მთელ ქვეყანაზე:

...ლ 1:12). და სხვა ამბობს: „აღივსო თანა ყოველი ქვეყანაჲ მეცნიერებითა უფლისათა“ (). და კვლავ: „წარმართნი მოვიდენ“ და „თქუან, ვითარმედ: ნაცილად მოიგნეს მამათა ჩუენთა კერპნი“ ().

2. ყრმათა ქება და მტერთა დადუმება

ხედავ, რომ ყოველივე ნათქვამი ძის შესახებ არის? რადგან მისი სახელი მთელ ქვეყანაზე საკვირველი გახდა: „ვითარ საკჳრველ არს სახელი შენი ყოველსა ქუეყანასა ზედა“ (). „რამეთუ ამაღლდა დიდად შუენიერებაჲ შენი ზესკნელს ცათა“ (). სხვა მთარგმნელი ამბობს: „რომელმაც შენი ქება ცათა ზემოთ დაადგინე“. რადგან, რაკი მიწა ახსენა, სიტყვა ზეცაზეც გადაჰყავს; ამას იგი მუდამ აკეთებს, როცა მთელ ქვეყნიერებას თავისი მეუფის მადიდებლად წარმოაჩენს. ამას აქაც აჩვენებს და ამბობს: საკვირველია ქვემოთ, საკვირველია...

სრულად ნახვა