მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 17:7

6. იქნება იგი მარტოხელა ბუჩქივით უდაბნოში, ვერსაიდან მოელოდება სიკეთეს, რადგან იცხოვრებს გადახრუკულ ტრამალზე, მარილიან, უკაცრიელ ქვეყანაში.7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.8. იქნება იგი წყლის პირას დარგულ ხესავით, რომელსაც მდინარესთან აქვს ფესვები გადგმული; არ უყურებს, რომ დადგება ხვატი, მწვანე ფოთლები ექნება მუდამ, არ უფრთხის გვალვიან წელიწადს და არასოდეს ელევა ნაყოფი.
იერემია თავი 17
7. კურთხეულია კაცი, რომელიც ესავს უფალს და უფალია მისი საესავი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 10-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. ღვთის სასოება და ამქვეყნიური მახეები:

...ოცა ამდენი ბოროტებით დამძიმებული მის კაცთმოყვარეობას მიენდობი. რადგან როგორც „წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ“ (), ასევე ნეტარია ის, ვისზეც ნათქვამია: „კურთხეულ არს კაცი, რომელი ესვიდა უფლისა მიმართ“ ().

ამიტომ ყოველივესგან განაშორე თავი და ამ ღუზას ჩაეჭიდე. რადგან ღმერთი ყოველივეს ზედამხედველობს, სამართლიანად განიკითხავს და არა მხოლოდ განიკითხავს, არამედ საქმეშიც აღასრულებს. ამიტომაც, როცა მისი სიმართლის შესახებ თქვა, სასჯელიც აჩვენა — ცეცხლითა და ქარიშხლით; ამასაც აკეთებს, რადგან მათზე ზრუნავს და სასჯელის საშუალებით უფრო გონიერად აქცევს. მაშ, ყოველივე ამის გამო მივუახლოვდეთ მას და მზერა განუწყვეტლივ მისკენ მიპყრობილი გვქონდეს. რადგან ასე ჩვენს უფალ იესო ქრისტეში ყველა სიკეთეს მივაღწევთ.2

ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობ...

სრულად ნახვა