მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 2:12

11. თუ შეუცვლია რომელიმე ხალხს თავისი ღმერთები, თუმცა არ ყოფილან, ისინი ღმერთები? ჩემმა ერმა კი უსარგებლო კერპებზე გადაცვალა თავისი დიდება!12. შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.13. რადგან ორი დანაშაული ჩაიდინა ჩემმა ერმა: მიმატოვეს მე, ცოცხალი წყაროსთვალი და ამოკვეთეს თავისთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
იერემია თავი 2
12. შეძრწუნდი ამის გამო, ცაო, შეშფოთდი და გამოშრი, ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
8. დაფარული ცოდვა და მოყვასის ზრუნვა:

...ოფილია, ამდენი შეცოდება გაბედა ერთმა მღვდელმსახურმა, ყოველივე თავდაყირა დადგა, შენ კი არ ძრწი? წინასწარმეტყველი თვით უგრძნობელ სტიქიებსაც კი მოუწოდებს საერთო ბოროტებათა გამო გლოვის განვრცობისა და თანაზიარობისკენ და ამბობს: „განჰკრთა ამას ზედა ცა და განცჳბრდა უფროს ფრიად“ (). და კვლავ: „განჴმა თხემი კარმელისაჲ“ (); „იგლოოს ღჳნომან, იგლოვოს ვენაჴმან“ (). უსულო ქმნილებანი გლოვობენ, კვნესიან და მეუფესთან ერთად მრისხანებენ; შენ კი, გონიერი არსება, არ გტკივა? არ ამხილებ, ღვთის კანონთა მკაცრ დამცველად არ დგები, არამედ თანაზიარიც ხდები? და რა შენდობა შეიძლება გქონდეს? ნუთუ ღმერთს შურისმაძიებელი სჭირდება? ნუთუ შემწეთა საჭიროება აქვს? არამედ სურს, რომ ამის მსახური გახდე, რათა იმავე ცოდვებში არ ჩავარდე: სხვის ცოდვაზე აღშფოთებისას უფრო ფხიზელი და თავშეკავებული გახდე და ამითაც შენი ღვთისმოყვარეობა აჩვ...

სრულად ნახვა