მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 2:19

18. ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? - ნილოსის წყლის დასალევად? რად დასდგომიხარ აშურის გზას? - ევფრატის წყლის დასალევად?19. ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.20. როცა დიდიხნის წინათ დავლეწე შენი უღელი, დავწყვიტე შენი აპეურები, შენ თქვი: აღარ გემორჩილებითო. რადგან ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ წვებოდი მეძავივით.
იერემია თავი 2
19. ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ. იფიქრე და იცოდე, რა მძიმეა და მწარე უფლის, შენი ღვთის, მიტოვება. აღარა გაქვს ჩემი შიში, ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 12-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის მიტოვება და გულის განათლება:

...ედ იქცევა. ეს ყოველივე კი სასარგებლოდ დაიშვება, რათა უფრო უდებნი, ყოველივესგან დაკბენილნი, მეტი გულმოდგინებით დაბრუნდნენ იქ, საიდანაც დაეცნენ. რადგან ამბობს: „გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ“ (). ამგვარად, ღვთის მიტოვებაც განგების ერთგვარი სახეა. რადგან როცა იგი განგებით ზრუნავს და მზრუნველობს, მაგრამ უგულებელყოფილია, მცირე ხნით უშვებს და ტოვებს, რათა მაშინ, როცა უდებება განდევნილი იქნება, გულგრილნი უფრო გულმოდგინენი გახდნენ. „მოიხილენ“ (), ამბობს, იხილე მტერი, რომელიც ჩემზე მაღლდება; და თუ ჩემი უბედურების გამო არა, მისი ქედმაღლობისა და უგუნურების გამო მაინც „შეგესემინ ჩემი“ ().

და რას ითხოვ? მტერთა დამარცხებას? ამას კი არ ამბობს, არამედ იმას, რომ გულის თვალები განათლდეს, განიდევნოს ბნელი, რომელ...

სრულად ნახვა