მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 2:27

26. როგორც ქურდს შერცხვება ხოლმე, როცა წაასწრებენ, ასე შეირცხვინა თავი ისრაელის სახლმა, მისმა მეფეებმა, მთავრებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა,27. ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.28. სად არიან შენი ღმერთები, რომლებიც შენთვის გაიკეთე? ადგნენ, თუკი შეუძლიათ შენი ხსნა გასაჭირში. რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს შენ, იუდა!
იერემია თავი 2
27. ხეს რომ ეუბნებიან: მამა ხარო ჩემი, და ქვას: შენ მშობეო, რადგან ზურგი მომაქციეს მათ და არა სახე. გასაჭირში კი ამბობენ: ადექი და გვიხსენიო.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 120-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. უფლის შეწევნა და დაუცემელი სვლა:

...იხილე, როგორ აცხადებენ ქმნილებასაც, ღვთის სიბრძნესაც და განგებასაც. რადგან ისინი, ვინც უწინ ხეს ეუბნებოდნენ: „ღმერთი ჩემი ხარ შენ“1, და ქვას: „შენ მშევ“ (), ახლა სამყაროს შემოქმედს შეიცნობენ.

„შეწევნა ჩემი უფლისა მიერ“ (), არა ადამიანთაგან, არც ცხენთაგან, არა ფულისაგან, არა მოკავშირეთაგან და არც ზღუდეთაგან. ჩვენი შეწევნა უფლისგან არის: ეს მოკავშირეობა დაუმარცხებელია, ეს შეწევნა უძლეველია; და არა მხოლოდ უძლეველი, არამედ ადვილიც და ადვილად მისაწვდომიც. რადგან საჭირო არ არის გრძელი გზის გავლა, კარის მცველთა მლიქვნელობა, ფულის დახარჯვა ან ელჩობის გაგზავნა; არამედ შინ მყოფსაც შეუძლია ამ შეწევნის მოზიდვა, თუ მხოლოდ განიშორებს თავს ადამიანურთაგან, იმ სასოებას მიეკრობა, მახვილ მზერას შეინარჩუნებს და მაღალს შეხედავს. ამიტომაც ღმერთმა მხოლოდ ამ ცოცხალ არსებას მისცა გამართული აგებულება და...

სრულად ნახვა