...რთხისა და ურჯულო განზრახვისგან დაიხსნა და მათი მეფე გახდა.
ამასვე სხვაგანაც, თავის სიმართლეს რომ ამტკიცებდა და აჩვენებდა, რომ ჯერ საკუთარი მხრიდან სიკეთეები წარმოაჩინა და შემდეგ მათგან სათანადოს ითხოვდა, ამბობდა: „ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა, ანუ ქუეყანა განკორდებულ მით“ ()? ხოლო რასაც ამბობს, ეს არის: განა უნაყოფო გავხდი თქვენთვის? განა ურიცხვი სიკეთე არ გამოგიჩინეთ? განა თვით ბუნებაც არ შევცვალე? განა სტიქიები თქვენს სამსახურად არ მოვაწესრიგე? განა არ მოგანიჭეთ ცხოვრება, ადამიანური შრომებისგან თავისუფალი? ამიტომ ამბობს: „ნუ უდაბნო ვექმენ ისრაილსა“ ()? ესე იგი: განა ურიცხვი ნაყოფი არ მოგიტანეთ: თავისუფლება ეგვიპტიდან, ბარბაროსთაგან დახსნა, სასწაულთა ჩვენება, უდაბნოში ცხოვრება, პალესტინის მემკვიდრეობა, ხალხთა ძლევა, უწყვეტი ძლევის ნიშნები, ზედიზედ გამარჯვებები, უჩვეულო სასწაულები, გამუდმებული საკვირველებანი, მიწის ნაყოფიერება, თქვენი მოდგმის გამრავლება, ყველგან, მთელ ქვეყნიერებაზე გავრცელებული დიდება და სხვა ურიცხვი სიკეთე?...