...და კვლავ: „რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ.“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: „და მეცნავთა სჯულისა ჩემისათა არა მიცნეს მე.“ (). და კვლავ: „ამაოჲსა მიმართ იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.“ (). რის გამო? რადგან: „გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.“ (). იგი კი ამბობს, რომ ვინც სათნოებას არ მისდევს, სხვათა სწავლებით არათუ არაფერს იძენს, არამედ ამ წინამძღვრობიდან საკუთარ თავსაც განაგდებს. რადგან თუ გარე სასამართლოებში დამნაშავე დუმილის უპატიობით ისჯება, როგორ ექნება, ამბობს იგი, საერთო სასწავლებელში ხმა იმას, ვინც ცოდვისათვის პასუხსაგებია? ეს ს...
იერემია 2:8
7. მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩამი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.8. არ უთქვამთ მღვდლებს: სად არისო უფალი? რჯულის კაცებმა არ მიცნეს, მწყემსები განმიდგნენ, წინასწარმეტყველნი ბაალის სახელით გაქადაგდნენ და უსარგებლო კერპებს აეკიდნენ.9. ამიტომაც კიდევ მექნება თქვენთან დავა, ამბობს უფალი; თქვენს შვილთა შვილებთანაც ვიდავებ.
იერემია თავი 2