მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 23:24

23. განა მხოლოდ ახლოდანა ვარ ღმერთი? ამბობს უფალი, განა შორიდან არა ვარ ღმერთი?24. სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.25. გავიგონე, რაც თქვეს წინასწარმეტყველებმა, სიცრუეს რომ ქადაგებენ ჩემი სახელით: მესიზმრა, მესიზმრაო!
იერემია თავი 23
24. სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ? ამბობს უფალი. განა მე არ ვავსებ ცასა და მიწას? ამბობს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...და, ზემო სამყოფელნი რომ მიიღო, ჩვენ აქაურობა გამოგვიყო? ნუ იყოფინ! ეს ასე არ არის; ეს დამდაბლებული, ადამიანთა საზომს მისადაგებული გამოთქმაა. თუ ასე იქნებოდა, მაშინ როგორ დადგებოდა მეორე, ღვთის მიერ ნათქვამი სიტყვა: „ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი“ (). რადგან ის ამას ეწინააღმდეგება, თუ სიტყვას ზედაპირული წარმოთქმის მიხედვით მივიღებთ და ამ სიტყვებში დაფარულ ჭვრეტას არ დავუკვირდებით. მაშ, რას ნიშნავს ის, რასაც ამბობს: „ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.“ ()? დამდაბლებულ, ადამიანთა საზომს მისადაგებულ სიტყვას იყენებს და ღმერთს ზეცაში არ ზღუდავს. რადგან არც ეს: „ცაჲ საყდარ ჩემდა, ხოლო ქუეყანა კუარცხლბეკ ფერჴთა ჩემთა“ (), და არც ეს: „ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ“ (), მას ღირსეულად არ გამოხატავს; არამედ ესეც დამდაბლებული, ჩვენთვის მისადაგებული გამოთქმაა. რადგან თავად მოიცავს ყოველივეს, ყოვ...

სრულად ნახვა