მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 25:11

10. აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს.11. გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.12. შესრულდება სამოცდაათი წელი და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და ამ ხალხს, ამბობს უფალი, ქალდეველთა ქვეყანას მათი დანაშაულის გამო; და სამარადისო უდაბნოდ ვაქცევ მათ.
იერემია თავი 25
11. გაოხრდება და გაუკაცურდება მთელი ეს ქვეყანა, ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 8-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ჯვრის გამო გაფანტვა და ტყვეობა:

...რადგან რომ ყოფილიყო, წინასწარმეტყველები წინასწარ იტყოდნენ. ახლა კი ტყვეობა თქვეს, დაბრუნება კი არსად, თუმცა სასჯელებს სიკეთეებსაც განუწყვეტლივ ურევდნენ და ვადებსაც განსაზღვრავდნენ. რადგან იერემიამ სამოცდაათი წელი განსაზღვრა (; 29:10), დანიელმაც მსგავსად სამი შვიდეული და ნახევარი (; 12:7); ეგვიპტეშიც ნათქვამი იყო, რომ ოთხას ოცდაათი წელი მონობაში იქნებოდნენ (). ხოლო ამ ტყვეობისთვის არსად არის დადგენილი დრო და არც დასასრული, არამედ „აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად“ (), და თქვენი მდგომარეობა ყოველდღე უარესისკენ მიდის.

6. ხილული ქმნილება და ადამიანისადმი განგება

როცა ყოველივე ამას საკუთარ თავში ზედმიწევნით გაიაზრებთ და აქედან სიტყვას განავრცობთ, რადგან წერილიც ამბობს: „აუწყე მართალსა და შესძინოს შეწყნარებად“ (), შეძლებთ მათი უსირცხვილობისა და უმადურობის მხილებას....

სრულად ნახვა