მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 32:9

8. მოვიდა ჩემთან ხანამიელი, ჩემი ბიძაშვილი, უფლის სიტყვისამებრ, საპატიმროში და მითხრა: იყიდე ყანა, ყანათოთში რომ მაქვს, ბენიამინის მხარეში, რადგან შენ გეკუთვნის მემკვიდრეობით და შენია გამოსყიდვის უფლება. იყიდე. მაშინ მივხვდი, რომ ეს უფლის სიტყვა იყო.9. ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი.10. დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი.
იერემია თავი 32
9. ვიყიდე ყანა ხანამიელისგან, ჩემი ბიძაშვილისგან, ყანათოთში, და მივუწონე ჩვიდმეტი შეკელი ვერცხლი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო მღდელთმოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმინდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. და ზრახვა-ყვეს და მოიღეს ვეცხლი იგი და მოიყიდეს მი-თა აგარაკი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ (შდრ. იერ. 32,9); (ზაქ. 11,13) (27,6-10).:

...უცხოთა. ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე. მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაჲსწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოიღეს ოცდაათი იგი ვეცხლი, სასყიდელი იგი პატიოსნისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთა ისრაჱლისათა, და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან“ ; (27,6-10).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა, ვითარ იწერტებიან მხილებითა მით გონებისაჲთა? და შეიწამებენ, ვითარმედ მკლველობაჲ მოიყიდეს; და არა დადვეს ვეცხლი იგი ტაძარსა, არამედ იყიდეს აგარაკი აკალდამად, რაჲთა იყოს იგი საწამებელად უშჯულოებისა მათისა საუკუნოდ და სამხილებელად განცემისა მის. რამეთუ სახელი აგარაკისა მის ჴმამაღლად ღაღადებდა მკლველობასა და მოსისხლეობასა მათისა. ხოლო ყოველსავე ზედა ზრახვასა იქმან, რაჲთა არავინ მათგანი იპოოს უბრალო, არამედ ყოველნივე თანამდებ სიკუდილსა ქრისტესსა.

და ამას ყოველსა პირველვე წინაჲსწარმეტყუელი მოასწავებდა. ჰხედავა, ვითარ არა მოციქულთა ოდენ, არამედ წინაჲსწარმეტყუელთაცა ყოველივე საყუედრელად და შეურაცხად საგონებელი მოსწრაფებით აღწერეს და ყოვლით კერძო ვნებასა მისსა ქადაგებენ?

სწავლაჲ პე რაჲთა ვჰბაძვიდეთ სიმშჳდესა და ძჳრუჴსენებლობასა ქრისტესსა, რომ...

სრულად ნახვა