იერემია 34:16
15. თქვენ მოინანიეთ და სწორად მოიქეცით ჩემს თვალში რომ თითოეულმა თავისუფლება გამოუცხადა თავის მოძმეს და ჩემს წინაშე აღთქმა დადო ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება.16. მერე გუნება გეცვალათ და შელახეთ ჩემი სახელი, დაიბრუნეთ თითოეულმა ყმა და მხევალი, რომლებიც გაშვებული გყავდათ მათ ნებაზე, და აიძულეთ ისინი კვლავ ყმებად და მხევლებად გაგხდომოდნენ.17. ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.
იერემია თავი 34