იერემია 34:17
16. მერე გუნება გეცვალათ და შელახეთ ჩემი სახელი, დაიბრუნეთ თითოეულმა ყმა და მხევალი, რომლებიც გაშვებული გყავდათ მათ ნებაზე, და აიძულეთ ისინი კვლავ ყმებად და მხევლებად გაგხდომოდნენ.17. ამიტომ ასე ამბობს უფალი: რაკი არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავის მახლობელი, აჰა, მე გამოვუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და გაგხდით სააბუჩოდ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.18. ჩავაგდებ ჩემი აღთქმის დამრღვევებს, ვინც არ შეასრულა აღთქმის სიტყვები, ჩემს წინაშე რომ დადეს, როცა ორად გახლიჩეს ხბო და მის ნაწილებს შორის გაიარეს,
იერემია თავი 34