იერემია 51:56
55. რადგან მოაოხრებს უფალი ბაბილონს და ჩაუხშობს ამპარტავნულ ხმას. ახმაურდებიან მათი ტალღები დიდი წყლებივით, გაისმება მათი გრიალის ხმა.56. რადგან დაეცემა მას, ბაბილონს, მაოხარი და შეპყრობილ იქნებიან მისი მეომრები; დაილეწება მათი მშვილდები, რადგან შურისგების ღმერთია უფალი, მიუზღავს საზღაურს.57. დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
იერემია თავი 51