იერემია 51:57
56. რადგან დაეცემა მას, ბაბილონს, მაოხარი და შეპყრობილ იქნებიან მისი მეომრები; დაილეწება მათი მშვილდები, რადგან შურისგების ღმერთია უფალი, მიუზღავს საზღაურს.57. დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.58. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ბაბილონის ფართო კედლები შეირყევა და მაღალი კარიბჭენი ცეცხლში გადაიბუგება. არაფრისთვის იშრომეს ხალხებმა და ცეცხლის გულისთვის დაშვრენ ტომები.
იერემია თავი 51