მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 6:14

13. რადგან პატარიდან დიდამდე ყველა მომხვეჭელია: წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე ყველა ყალბისმქმნელი.14. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.15. განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
იერემია თავი 6
14. ზერელედ მკურნალობენ ჩემი ერის ჭრილობებს, ამბობენ: მშვიდობააო, მშვიდობა! თუმცა არ არის მშვიდობა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„მე ვარ უფალი" — ჰომილია 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6.:

...ოუშვა; და როცა წინასწარმეტყველები ტყვეობით, მონობითა და სიყმილებით ემუქრებოდნენ, ისინი საწინააღმდეგოს ამბობდნენ: მშვიდობას, უხვმოსავლიანობასა და უთვალავ სიკეთეთა ტკბობას.

ამიტომ წინასწარმეტყველებიც მათ საყვედურით ეუბნებოდნენ: „მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ?“ (). და ვინც საღვთო სიტყვის მცოდნეთაგანია, იცის, რომ მთელი ძალით მოქმედებს ყველაფერი, რაც წინასწარმეტყველებმა ცრუწინასწარმეტყველთა წინააღმდეგ თქვეს, რადგან ისინი ხალხის გულმოდგინებას ასუსტებდნენ. რადგან ამგვარად ასუსტებდნენ და ხალხს რყვნიდნენ, ღმერთი წინასწარმეტყველთა მეშვეობით ამბობს: „მე ვარ ღმერთი, რომელი ვიქმ მშჳდობასა და აღვაგებ ბოროტთა“ ().10 და რომელი ბოროტებები იგულისხმება? ეს უკვე ნათქვამი: ტყვეობა, მონობა და ყოველივე ამგვარი; არა სიძვას, თავაშვებულობას, ანგარებას და არც არაფერს ამგვართაგან....

სრულად ნახვა