მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 6:20

19. ისმინე, მიწავ! აჰა, ბოროტებას მოვაწევ ამ ხალხზე, მათი განზრახვების ნაყოფს. რადგან ყურს არ უგდებენ ჩემს სიტყვებს და ჩემს რჯულს, და შეიძულეს.20. რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა.21. ამიტომაც ასე ამბობს უფალი; აჰა, საბრკოლს დავუდებ წინ ჩემს ერს და წაიფორხილებენ მასზე მამები და შვილები ერთად, მეზობელი და მისი მოყვასი, და დაიღუპებიან.
იერემია თავი 6
20. რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. უსხეულო მსახურება და მსხვერპლთა უარყოფა:

...თუმცა მსხვერპლებზე მრავალი სიტყვაა ნათქვამი; მაგრამ იგი მათზე სჯულს იმიტომ კი არ ადგენს, რომ ეს უპირველესად თვითონ სურდა, არამედ იმიტომ, რომ მათ უძლურებამდე დამდაბლებით ეშვებოდა. იერემიაც ამბობს: „რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით“ ()? და, შეიძლება ითქვას, ყველა წინასწარმეტყველი ამბობს, რომ ამაში დიდი არაფერია. ამიტომ თვითონაც დაწყებისას ასე თქვა: „ღმერთი შენი ვარი მე“ (); და აქედანვე აჩვენებდა, რომ ასეთი მსახურების წესი მისი ღირსი არ არის.

რადგან ღმერთს კვამლითა და შეწირულის სუნით კი არ უნდა ემსახურებოდნენ, არამედ საუკეთესო, უსხეულო და გონისმიერი ცხოვრებით. გარეშეთა დემონები კი ასე როდი იქცევიან, არამედ სწორედ ამასაც ეძებენ. როგორც ჩანს, ამას ელინთა შორის ერთი პოეტიც აჩვენებს, როცა ამბობს: „რადგან ესაა პატივი, რომელიც წილად გვერგო“. მაგრამ ჩვენი ღმერთი ასე არ არის....

სრულად ნახვა