მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 7:19

18. შვილები შეშას აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, დედაკაცები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის კოტორების გამოსაცხობად; საღვრელს უღვრიან უცხო ღმერთებს ჩემს გასაჯავრებლად.19. განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.20. ამიტომაც, ასე თქვა უფალმა ღმერთმა, აჰა, გადმოინთხევა ჩემი რისხვა და ბრაზი ამ ადგილზე, ადამიანზე და პირუტყვზე, მინდვრის ხეებზე და მიწის ნაყოფზე, აბრიალდება და არ ჩაქრება.
იერემია თავი 7
19. განა მე მაჯავრებენ, ამბობს უფალი, უფრო თავის თავს არცხვენენ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 6-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ღვთის უვნებობა და შეწყალების ღირსება:

...რადგან იგი იმას კი არ ესწრაფვოდა, რომ საკუთარი ღირსების შესაფერისად ემეტყველა, არამედ იმას, რომ მსმენელთა სარგებლობის შესაფერისად ეთქვა.

რადგან სხვაგანაც, როდესაც კვლავ თავის უგულისწყრომელობას აჩვენებდა, ამბობდა: „ნუ მე განმარისხებენა იგინი?“ და „არა თავთა თჳსთა“ (). შენ კი როგორ ისურვებდი, მას იუდეველებისთვის ეთქვა: „არ რისხდება და არც ბოროტნი სძულს“? რადგან სიძულვილიც ვნებაა; ანდა უნდა ეთქვა, რომ ადამიანურ საქმეებსაც არ ხედავს? რადგან ხედვაც სხეულებიდან არის აღებული; ანდა, რომ არც ისმენს? რადგან ესეც ხორციდან არის აღებული. მაგრამ ამისგან სხვა, ბოროტი მოძღვრება შემოვიდოდა: თითქოს ყველაფერი განგების გარეშეა. ღვთის შესახებ ასეთი სიტყვების მოსმენისგან გაქცევისას მაშინდელთაგან მრავალნი იმასაც ვერ შეიცნობდნენ, რომ ღმერთი საერთოდ არსებობს; ამის უცოდინარობით კი ყველაფერი დაიღუპებოდა, ხოლო ღმერთის არსებობის ამ მოძღვრების შემოტანისას გამოსწორებაც სწრაფად მოჰყვებოდა. ვინც და...

სრულად ნახვა