მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 7:22

21. ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მიუმატეთ აღსავლენი სხვა საკლავს და ჭამეთ ხორცი.22. რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.23. მხოლოდ ეს ვუბრძანე: გაიგონეთ ჩემი ხმა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი-მეთქი, ხოლო თქვენ ჩემი ერი იქნებით; იარეთ ყველა გზაზე, რომელსაც მიგასწავლით, რათა სიკეთეს ეწიოთ-მეთქი.
იერემია თავი 7
22. რადგან არაფერი მითქვამს თქვენი მამა-პაპისთვის, არ მომითხოვია მათგან აღსავლენი და საკლავი, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ისინი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...: „ნუთუ საკლველნი და მსხვერპლნი შემომწირეთ მე ორმოცი წელი?“ ამბობს უფალი (ამოსი 5:25; შდრ. საქმე 7:42)6. იერემიაც ამბობს: „ეს არ არის ის, რაც თქვენს მამებს ვუბრძანე“ ()7.

5.

რადგან ამგვარად დემონებსაც ემსახურებოდნენ, თვით ღმერთიც, რათა უფრო უძლურთათვის აქედან დაღუპვის არავითარი საბაბი არ გაჩენილიყო, ყველა წინასწარმეტყველის პირით განუწყვეტლივ ამას ამბობს. დემონები კი, როცა მსხვერპლს არ აძლევდნენ, მძვინვარებდნენ და განუწყვეტლივ აწვებოდნენ ადამიანებს, ქონის სუნსა და კვამლს ითხოვდნენ და ამბობდნენ: „ეს ხომ ჩვენ წილად ხვდა პატივად“. ღმერთს კი არც დასაწყისში უთხოვია ეს და, როცა უბრძანა კიდეც, აჩვენა, რომ ეს მისი სურვილით კი არ დაუშვა; და არა მხოლოდ ამით, არამედ იმითაც, რომ მალე გააუქმა მსხვერპლები და, როცა ისინი სრულდებოდა, არ იღებდა მათ; და ყოველივე ამით ცხადად აჩვენებდა, რომ მსახურების ეს...

სრულად ნახვა