მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იერემია 8:7

6. ყური მივუგდე და ვუსმენდი, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ, არავინ ინანიებს თავის ავკაცობას, ეს რა ჩავიდინეო. ყველა თავის სარბიელზე გარბის, ბრძოლაში შევარდნილი ცხენივით.7. ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.8. როგორ ამბობთ: ბრძენები ვართ, რადგან უფლის რჯულიაო ჩვენთან? კეთილი. აჰა, სიცრუედ უქცევია იგი მწიგნობართა ცრუ კალამს!
იერემია თავი 8
7. ყანჩამაც იცის ცაში თავისი დრო; გვრიტს, მერცხალსა და წეროს არ ეშლებათ მოფრენის ჟამი, ჩემმა ერმა კი არ იცის უფლის განგება.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ცოდვილი მოძღვრის მხილება და სასჯელი:

...იყო წილი მტყუარი მწიგნობართა.“** (). რის გამო? რადგან: „გურიტმან და მჭურინავმან და მერცხალმან, ველისა სირთა, დაიცვნეს ჟამნი შემოსლვისა მათისანი, ხოლო ერმან ჩემმან არა ცნა სასჯელნი უფლისანი.“ (). იგი კი ამბობს, რომ ვინც სათნოებას არ მისდევს, სხვათა სწავლებით არათუ არაფერს იძენს, არამედ ამ წინამძღვრობიდან საკუთარ თავსაც განაგდებს. რადგან თუ გარე სასამართლოებში დამნაშავე დუმილის უპატიობით ისჯება, როგორ ექნება, ამბობს იგი, საერთო სასწავლებელში ხმა იმას, ვინც ცოდვისათვის პასუხსაგებია? ეს სასწავლებელი კი იმ სასამართლოზე დიდია. იქ დასჯილები სასჯელს იხდიან; აქ კი ყველაფერი იმისთვის ხდება, რომ დამნაშავენი არ დაისაჯონ, არამედ სინანულით გამოასწორონ ჩადენილი შეცდომა.

სამეფო კარზეც ვერავინ გახდება მეფის სიტყვის განმმარტებელი, თუ გახრწნილ ცხოვრებაში იქნება მხილებული. რადგან რისთვის ჰყვები სამართალთ, სხვებს...

სრულად ნახვა