მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იესო ნავეს ძე 1:2

1. უფლის მორჩილის, მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:2. მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს.3. ყოველი ადგილი, სადაც კი თქვენი ფეხის ტერფი დაიდგმება, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს -
იესო ნავეს ძე თავი 1
2. მოკვდა ჩემი მორჩილი მოსე. ახლა ადექი და გადალახე ეს იორდანე მთელი ერითურთ და შედი იმ ქვეყანაში, რომელიც მოგეცით თქვენ, ისრაელიანებს.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი:

...ვეულებრივ მონობას კი არ გულისხმობს, არამედ იმ მონობას, რომელიც დიდი განწყობითა და სიყვარულით არის აღსავსე; ამას ამბობს წადილით ანთებული, რაც უდიდესი გვირგვინია და ყოველ დიადემაზე ბრწყინვალე. ამიტომ ღმერთიც ამას უდიდეს ქებად მიიჩნევს, როცა ამბობს: „მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა“ (). „ძე მჴევლისა შენისა“ (). ესე იგი, თავიდანვე და წინაპართაგანვე შენს მონობას ვართ მიძღვნილნი.

სწორედ ეს უდიდეს სამკაულად წარმოაჩინა პავლემაც ტიმოთეს შესახებ, როცა თქვა: „მოვიჴსენებ, რომელ-ეგე არს შენ თანა შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლუდიაჲს თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა“ (). „და მრწამს, რამეთუ შენ თანაცა“ (), და „და რამეთუ სიყრმითგან საღმრთონი წიგნნი იცნი“ (). და კვლავ საკუთარი თავის შეს...

სრულად ნახვა