იესო ნავეს ძე 10:23
22. თქვა იესომ: გახსენით გამოქვაბულის ხვრელი და გამომიყვანეთ ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან.23. ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.24. როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.
იესო ნავეს ძე თავი 10