იესო ნავეს ძე 10:24
23. ასე ქნეს. გამოუყვანეს ის ხუთი მეფე გამოქვაბულიდან - იერუსალიმის მეფე, ხებრონის მეფე, იარმეთის მეფე, ლაქიშის მეფე და ყეგლონის მეფე.24. როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.25. უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.
იესო ნავეს ძე თავი 10