იესო ნავეს ძე 10:25
24. როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელს ისრაელობას და უთხრა მებრძოლთა მეთაურებს, თან რომ ახლდნენ: ახლოს მოდექით და ქედზე დაადგით ფეხი ამ მეფეებს. ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს ფეხი.25. უთხრა მათ იესომ: ნუ შეგეშინდებათ და ნუ შედრკებით, გამაგრდით და მტკიცედ იდექით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი ბრძოლას გაუმართავთ.26. მერე დახოცა ისინი იესომ და ხუთ ხეზე ჩამოკიდა. ასე ეკიდნენ ხეებზე საღამომდე.
იესო ნავეს ძე თავი 10