იესო ნავეს ძე 2:8
7. მდევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე, ფონამდე. ქალაქის კარიბჭე მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს.8. ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე.9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.
იესო ნავეს ძე თავი 2