მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იესო ნავეს ძე 2:9

8. ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე.9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.10. რადგან გვსმენია, როგორ ამოაშრო თქვენს წინამე უფალმა მეწამული ზღვა, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, რა უყავით ორ ამორეველ მეფეს, იორდანეს გაღმელო სიხონსა და ყოგს, რომელთაც მუსრი გაავლეთ.
იესო ნავეს ძე თავი 2
9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 4-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. ამაოების უარყოფა და ღვთის შემეცნება:

...ძლევიდან, გამარჯვების ნიშნებიდან, ომებიდან. ეს იუდეველთა შემთხვევაშიც მოხდა. რადგან მათთვის მომხდარმა სასწაულებმა მთელი ქვეყანა შიშში ჩააგდო; სწორედ ამას ამბობდა მაშინ იერიქონელი მეძავიც: „დაცემულ არს შიში თქუენი ჩუენ ზედა“ (), და ძრწოლაც დაგვეცა. ამრიგად, ერთი გზა არის ქმნილებათა მეშვეობით; მეორე და უფრო ცხადი — ღვთის მონათა მეშვეობით; და ეს სწავლება ღმერთმა დასაბამიდან ყოველ თაობაში დათესა. ეგვიპტელებს მან აბრაამის მეშვეობით ასწავლა, სპარსელებსაც ისევ მისი მეშვეობით, ისრაელიანებს — მისი შთამომავლების მეშვეობით, და სხვა ურიცხვ ხალხს; იაკობის მეშვეობით კი სხვებსაც, მათ, ვინც მდინარეთა შუაში იყვნენ. ხედავ, როგორ განისწავლებოდა მთელი ქვეყნიერება წმიდათაგან, თუკი მის მკვიდრებს მოესურვებოდათ?

ამათ წინ კი წარღვნაც და ენების განბნევაც საკმარისი იყო მათი გონების გამოსაფხიზლებლად. რათა დროთა განმავლობაში მომხდარი დავიწყებას არ მისცემოდა, ადგილმა სახელწოდება მიიღო და აქე...

სრულად ნახვა