იესო ნავეს ძე 22:29
28. ვიფიქრეთ: როცა ასე გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს შემდგომ თაობას, მივუგებთ: აჰა, უფლის სამსხვერპლო, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ ააშენა არა აღსავლენისათვის და საკლავისთვის, არამედ რათა მოწმე ყოფილიყო იგი ჩვენსა და თქვენს შორის.29. როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.30. გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.
იესო ნავეს ძე თავი 22