იესო ნავეს ძე 22:30
29. როგორ ვიზამდით, რომ უფალი გაგვეჯავრებინა და ზურგი შეგვექცია დღეიდან მისთვის, რომ სამსხვერპლო აგვეშენებინა აღსავლენისთვის, ძღვენისათვის და საკლავისთვის გარდა უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოსი, მისი სავანის წინ რომ დგას.30. გაიგონეს და მოიწონეს ფინხას მღვდელმა, საზოგადოების თავკაცებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, რეუბენიანთა, გადიანთა და მენაშეანთა ნათქვამი სიტყვები.31. უთხრა ფინხას ელეაზარის ძემ, მღვდელმა, რეუბენიანებს, გადიანებს და მენაშეანებს: დღეს გავიგეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, რომ არ გიმტყუნებიათ უფლისათვის. თქვენ იხსენით ისრაელი უფლის ხელიდან.
იესო ნავეს ძე თავი 22